„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს მლაშე, საკრამული, ბაგა, საშაბურო, ბოდორნადა მიმდებარე სოფლებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე, 11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება სოფლებს: ლუთხუბი, მაქართა, ჩოხი, ფახვიჯი, თორელაანი და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარი, ახალუბანი, ხოლო 14:30-დან 18:30 საათამდე - მუხათწყაროსა და ლისში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა