მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

"სოლიდარობა მუშებს", "პროფკავშირი ჩვენი არჩევანია", "ვითხოვთ სამუშაო პირობების შექმნას მაღაროელებისა და მეშახტეებისთვის", - ამ ლოზუნგებით მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „პროფკავშირები“ მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, „პროფკავშირები“ ღირსეულ და უსაფრთხო შრომას მოითხოვენ და მთავრობის მეთაურს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ.

დოლაბერიძემ უფრო კონკრეტულად განმარტა ის მოთხოვნები, რასაც "სოციალური კონტრაქტი" ითვალისწინებს.

"სოციალური კონტრაქტი" შედგება იმგვარი პუნქტებისგან, რომლის შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში დაინერგოს შრომის უსაფრთხოების ღირსეული სტანდარტი - ცივილიზებული სტანდარტები, რადგან ჩვენ ყოველდღიურად არ ვხედავდეთ სამუშაოდან ჩამოვარდნილ მუშებს, არ ვხედავდეთ დაღუპულ მეშახტეებს და რომ გაძლიერდეს შრომის ინსპექცია, დაიხვეწოს შრომის უსაფრხოება და უსაფრთხოების კანონი, რათა ამ ქვეყანაში ეროვნული სიკეთეები და დოვლათი გადანაწილდეს თანაბრად", - განაცხადა დოლაბერიძემ.

მისივე თქმით, შემოსავლების უთანაბრობის ინდექსით, მხოლოდ თურქმენეთი გვისწრებს და ჩვენთან ყველაზე ცუდად ნაწილდება ეროვნული შემოსავალი. ამიტომ „პროფკავშირები“ ითხოვენ დაბალანსებულ პოლიტიკას იმისთვის, რომ ადამიანმა სამუშაო ადგილზე თავი იგრძნოს ღირსეულად.

ცნობისთვის, დღევანდელ აქციაზე შეკრებილები არიან, როგორც „პროფკავშირების“ ახალგაზრდა წარმომადგენლები, ისე სტუდენტები და მასწავლებლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა