მაიკ პომპეოსა და სერგეი ლავროვს შორის ვენესუელაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის ვენესუელაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი თავის რუს კოლეგას დაელაპარაკება. ბევრი გვაქვს რუსებთან სადისკუსიო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გუშინ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ მადურო ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როდესაც რუსეთის ოფიციალურმა პირმა მას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. აღნიშნული ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო და აშშ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს