რუსლან აბაშიძე - ჩემი მთავარი გზავნილი აფხაზების მიმართ საზოგადოების გაერთიანებისკენ მოწოდებაა, რაც ძალიან რთული ამოცანაა და ყველა რესურსის კონსოლიდაციას საჭიროებს

დღევანდელი კონსულტაციები იყო იმის დასტური, უმაღლესი საბჭოს წევრებს კიდევ ჰქონდათ დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ განაცხადა.

“დღევანდელი კონსულტაციები იყო იმის დასტური, რომ საბჭოს წევრებს კიდევ ჰქონდათ დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა. კაბინეტის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით არსებობს ეს შეხედულებები და გეგმები, მაგრამ ეს ყველაფერი ჩამოყალიბდება და დადასტურდება კონსულტაციების შემდეგ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს 10 დღის ვადაში უნდა მოხდეს“, - განაცხადა აბაშიძემ.

რუსლან აბაშიძის თქმით, მისი მთავარი გზავნილი აფხაზების მიმართ საზოგადოების გაერთიანებისკენ მოწოდებაა, რაც ძალიან რთული ამოცანაა და ყველა რესურსის კონსოლიდაციას საჭიროებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა