საფრანგეთის ელჩი  საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნის პრობლემაზე  -  ჩვენი მიზანია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს, ველოდებით საფრანგეთის შს მინისტრის ვიზიტს საქართველოში

საფრანგეთმა თავის დროზე ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლიბა დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეს შენარჩუნდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"საფრანგეთმა თავის დროზე ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა და ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონოდა შესაძლებლიბა დაუბრკოლებლად გადაადგილებულიყო ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენი პრიორიტეტია, რომ ეს შენარჩუნდეს. ამას გარდა, მზარდია საფრანგეთში საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს. ეს ცოტა არ იყოს გაუგებარია და არ მოდის იმ სიტუაციასთან თანხვედრაში, რაც არის საქართველოში. საქართველოში არ არის ომი, არ არის ის სიტუაცია, რომ მოქალაქეებმა მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი. შესაბამისად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მოქალაქეები ერთგვარად ხდებიან იმ ადამიანების მანიპულაციების მსხვერპლნი, რომლებიც ჰპირდებიან რაღაცას, ან არ არიან ინფორმირებული, რომ მათ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება გაუჭირდებათ. ეს არ არის მისაღები და პროცედურების მიხედვით, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ზომები და მათ ელით დეპორტაცია ქვეყნიდან. ჩვენი მიზანია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს და ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუდმივი მუშაობის რეჟიმშია. ჩვენ ველოდებით საფრანგეთის შს მინისტრის ვიზიტს საქართველოში",-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო