პასკალ მენიემ ჟან-ივ ლავუარს და თამარ ხოსრუაშვილს აკადემიური პალმების კავალრის ორდენები გადასცა

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში მრჩეველს, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს 2014 -2018 წლებში ჟან-ივ ლავუარს და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის დირექტორს თამარ ხოსრუაშვილს აკადემიური პალმების კავალრის ორდენები გადასცა.

"დღეს გადავცემთ აკადემიური პალმების კავალერის ორდენს ორ ადამიანს.მათი ღვაწლი ფრანგული ენის, კულტურისა და ცივილიზაციის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თამარ ხოსრუაშვილმა მთელი თავისი სიცოცხლე ფრანგული ლიტერატურის მსახურებას მოახმარა. ის არის მედიათეკის დირექტორი და მრავალი ფრანგული ლუტერატურული ნაწარმოები აქვს ქართულად ნათარგმნი. გარკვეული პერიოდი ის ვაშინგტონსა და ნიუ-იორკშიც იმყოფებოდა და იქაც ფრანგულ ინსტიტუტში მუშაობდა. ბატონ ჟან-ივ ლავუარს რაც შეეხება, მან საქართველოში გატარებული ოთხი წლის განმავლობაში ძალიან დიდი მუშაობა გასწია იმისთვის, რომ ფრანგული ენის როლი გაზრდილიყო საქართველოში. ფრანგული ენის პოპულარიზაციისთვის მან ბევრი იშრომა. მათი თაოსნობით მოხდა ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკის სრული რეაბილიტაცია და სრულად ახალი სახით ხვდება ის მკითხველებს",-განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს