ბარაქ და მიშელ ობამები დონალდ ტრამპის შესახებ სერიალის პროდიუსერები გახდნენ

ამერიკის ექსპრეზიდენტი ბარაქ ობამა მეუღლე მიშელთან ერთად სტიმინგული სერვისის Netflix-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ სერიალის პროდიუსერები იქნებიან. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

სერიალი მწერალ მაკლ ლუისის ბესტსელერის „მეხუთე რისკის“ ეკრანიზაციაა, რომელიც წარმოადგენს ტრამპის პრეზიდენტობის საწყისი პერიოდის დოკუმენტურ ქრონიკას.

ცნობილია, რომ „მეხუთე რისკი“ ტრამპს არც თუ ძალიან მომგებიან მდგომარეობაში წარმოაჩენს.

ბარაქ და მიშელ ობამებმა Netflix-თან თანამშრომლობის შესახებ 2018 წლის მაისში განაცხადეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა