ანონსი  2 მაისი

2 მაისს, 10:00 საათზე, „კოალიცია თანასწორობისთვის“ ძალოსან თათია ლორთქიფანიძესთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სპორტსმენი, რომელიც ძალოსან ქალთა ნაკრების მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში, ხოლო ძალოსანთა ფედერაციას დისკრიმინაციაში სდებს ბრალს, სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. თათია ლორთქიფანიძის ინტერესებს „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაცია „საფარი“ დაიცავს. პრესკონფერენციის სპიკერები იქნებიან: კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია და ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე.

მის: აკაკი გახოკიძის N11

საკონტაქტო: თამარ ღვინიანიძე 599367070

2 მაისს, 10:00 საათზე, შრომის საერთშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით, შრომის მომავალზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის. შეხვედრაში მონაწილეობას მთავრობის, პარლამენტის, საერთშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, სერგიუს გლოვაცკასი - შსო/ACTRAV ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფიცერი.

2 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ კონფერენცია ,,მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა“ გაიხსნება. ევროკავშირის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით კონფერენციის ორგანიზატორია ,,საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.

კონფერენციას გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართველი და ევროპელი მედიის სპეციალისტები, ასევე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მარეგულირებელი და თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლები.

მის: 26 მაისის მოედანი

საკონტაქტო: ნინო ნარიმანიშვილი 593926429

2 მაისს, 10:30 საათზე, ბოტანიკურ ბაღში, პრემიერ-მინისტრი გარემოსდაცვით ომბუდსმენს წარადგენს.

2 მაისს, 11:00 საათზე, დეკანოზი დავით ლასურაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე; 18 მაისი - ლგბტ საზოგადოების მარში; მედიიდან მომავალი უცენზურო სიტყვები და შეურაცხყოფა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

2 მაისს 11.00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის წევრები საპენსიო სააგენტოს ოფისში მივლენ და დაგროვებითი საპენსიო სისტემას დატოვებენ.

მის: ყიფშიძის 7ბ (საპენსიო სააგენტოს ოფისი)

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

2 მაისს, 11:30 საათზე, ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებული მწყემსის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: სამუდამო პატიმრობამისჯილი მწყემსის საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

2 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: დავით გარეჯში შექმნილი ვითარება. სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას განცხადებები. როგორი უნდა იყოს ქართული მხარის პოზიცია?

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

მის: პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

2 მაისს, 12:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალთან - Cine’DOC-თბილისი დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებას კინოფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერი ორგანიზაციების წამომადგენლები გაუძღვებიან.

მის. სანაპიროს #4

2 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ,,საქართველოს მდგრადი განვითარების ასოციაციის" ღია მმართველობის ხელშეწყობის რიგით V კონფერენცია, გაეროს IV მიზანთან მიმართებით შერჩეულ თემაზე, რომელიც შეეხება უწყვეტ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ განათლებას. კონფერენციას დაესწრებიან და მოხსენებითი სიტყვით გამოვლენ მარიამ ჯაში, განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და 3 სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორი.

საკონტაქტო: 557 494724 ქრისტინე კიკალიშვილი

მის: უნივერსიტეტის ქ.2, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

2 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

2 მაისს, 13:00 საათზე, 2016 წლის აგვისტოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ზურაბ ხუციშვილის ადვოკატები ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას გამართავენ.

თემა: დაისაჯონ ზურაბ ხუციშვილის მკვლელი პოლიციის მაღალჩინოსნები.

საკონტაქტო: 557 959989 ლაშა შუკაკიძე

2 მაისს, 14:00 საათზე, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისში “თიბისი ბანკის” მიერ უზბეკეთის წამყვანი გადახდის პლატფორმის, Payme-ს შეძენის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას გაუძღვებიან „თიბისი ბანკის“ და Payme-ს მენეჯმენტის წარმომადგენლები.

მის: მარჯანიშვილის #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, (მე-3 სართული)

2 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რიგით XIV საერთაშორისო ფესტივალთან „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებას ფესტივალის ორგანიზატორები, მხარდამჭერი ორგანიზაციების წამომადგენლები და უცხოელი მუსიკოსები გაუძღვებიან.

მის. სანაპიროს #4

2 მაისს, 14:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრები, რომელმაც წარმატებით იასპარეზა მოსკოვში მიმდინარე უშუს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრებმა ამ ჩემპიონატზე მოიპოვა ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს მედალი.

საკონტაქტო: დავით ბეჟაშვილი, 599499099

2 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნულ სასახლეში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოსთან ერთად თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრას გამართავს.

მის: რუსთაველის გამზირი #6

2 მაისს, 16:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის სოფლის მეურნეობის კომიტეტის დელეგაციასთან, სენატის ვიცე-პრეზიდენტის მილან სტეჩის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის შეხვედრა გაიმართება.

მის: ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

2 მაისს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან არსებული ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პედაგოგის, თამარ ხარაბაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მესამე სართული, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.

2 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პარლამენტის შესახებ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართება. თამაშში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 18 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი. მისი მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საპარლამენტო დემოკრატიის საკითხებში და ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო პროცესებში. ღონისძიებას გაუძღვება გიორგი მოსიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი.

მის: საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქ. 7, კორპუსი 3, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი.

2 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოება. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გახსნიან.

საკონტაქტო: ეთუნა ცოტნიაშვილი 599512215

2 მაისს, 19:00 საათზე, ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის მამის, ზაურ ბოლქვაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.

მის.: კანდელაკის #7–ში მდებარე „ბიბლუსი გალერეა“

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო კახაძის შეხვედრები ამომრჩეველთან

19:00 საათი - ამაღლების ქუჩის ბოლოს (ლადოს ბაღი)

19:30 საათი - ამაღლების ქუჩა N 11 ავტობუსის გაჩერებასთან

20:00 საათი - ლეონიძის ქუჩა სტელას ბაღი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო