შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია გაიმართება

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით და პროფკავშირების ორგანიზებით, 2 მაისს, შრომის მომავალზე თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კონფერენციას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი გახსნის.

შეხვედრაში მონაწილეობას მთავრობის, პარლამენტის, საერთშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, , ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, სერგიუს გლოვაცკასი - შსო/ACTRAV ევროპისა და ცემტრალური აზიის ოფიცერი.

ძირითად მოხსენებას გააკეთებს მარია ჰელენა ანდრე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მშრომელთა აქტივობების ბიუროს (ILO/ACTRAV) დირექტორი, რომელიც წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გლობალური კომისიის ანგარიშს: “შრომა უფრო ნათელი მომავლისთვის”. რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად ასახულია საქართველოს შრომით სფეროში არსებული მდგომარეობა. პროფკავშირების წარმომადგენლები წარმოადგენენ პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და დასაქმების სექტორში დღეისთვის არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.განსახილველ საკითხებს შორისაა - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (UN SDGS) მნიშვნელობა პროფკავშირული პრიორიტეტების მიღწევის საკითხში. განიხილება დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და შრომის მომავალი საქართველოში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა