ხუან გუაიდომ საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდა

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ საჯარო მოხელეებს დღეს გაფიცვისკენ მოუწოდა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ვენესუელას დედაქალაქში გამოსვლები გუშინაც გრძელდებოდა, რომლის დროსაც ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და შედეგად ერთი მომიტინგე დაშავდა. მოგვიანებით ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ქალი, რომლიც აქციაზე დაშავდა, გარდაიცვალა. ეს ფაქტი გუაიდომაც დაადასტურა Twitter-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გუაიდომ წინააღმდეგობის ახალი ტალღა დაიწყო.

კრიზისის შედეგად დაძაბულობა გაიზარდა რუსეთსა და აშშ-ს შორისაც. მაიკ პომპეომ ორი დღის წინ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ მადურო ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როდესაც რუსეთის ოფიციალურმა პირმა მას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. აღნიშნული ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო და აშშ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

იხილეთ ვიდეო: ხუან გუაიდომ საჯარო მოხელეებს დღეს გაფიცვისკენ მოუწოდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს