სოხუმის მე-2 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

სოხუმის მე-2 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკ-აფხაზია“ ავრცელებს.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში დილის 6:40 საათზე შევიდა.

„შეტყობინების შემოსვლითანავე, სახანძრო ტექნიკა გაიგზავნა ადგილზე. შენობის სახურავი დაიწვა, თუმცა, საკლასო ოთახების გადარჩენა შევძელით, თავის ინვენტართან ერთად“, - განაცხადა ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელმა, ლევ კონსტანტინოვიჩ კვიზინიამ.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა.

შემთხვევის ადგილზე 100 ადამიანზე მეტი და 10 სახანძრო ტექნიკა ამ დრომდე მუშაობს. ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი