არჩილ თალაკვაძე - წინა სხდომაზე გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია ოპოზიციისთვის თავის ტკივილი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან დღეს უმრავლესობის დეპუტატებს კითხვები დავით გარეჯთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემებზე ექნებათ.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობას მოლოდინი აქვს, რომ ოპოზიცია ჩვეულ სტილში ეცდება საქმიან საკითხებს გვერდი აუაროს.

„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ პარლამენტის მხრიდან მთავრობაზე ზედამხედველობის სტანდარტი გაიზარდა. ამ კვირაში ჩვენ მოვუსმენთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს, გიორგი გახარიას. ჩვენი მთავარი კითხვები პირველ რიგში უკავშირდება თუ როგორ ხედავს ის დავით გარეჯის საკითხის მოგვარებას, ასევე გვაინტერესებს რა გეგმა არსებობს პანკისის მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის იმ პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ბოლოს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

მნიშვნელოვანი საკითხია ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემა, სადაც გვაინტერესებს შემდეგი რეფორმები რა აქვს დაგეგმილი შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ოპოზიცია ეცდება ყველანაირად საქმიან საკითხებს გვერდი აუაროს და პოლიტიკურ კონტექსტში სცადონ როგორმე ყურადღება გადაიტანონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი დღის წესრიგის ნაწილია. წინა სხდომაზე გამოჩნდა, რომ გიორგი გახარია ოპოზიციისთვის თავის ტკივილი იყო, ალბათ, ისინი ეცდებიან ჩვეულ სტილში გადაიტანონ აქცენტები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მაგრამ ნებისმიერ შემთვევაში მნიშვნელოვანია ეს სხდომა, რომ საზოგადოებამ მიიღოს მეტი ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დღეს არის საინტერესო",- განაცხადა თალაკვაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა