სალომე სამადაშვილი - საინტერესოა, რა პრინციპით ჩაბარდა გახარიას ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, როდესაც მისი შეცდომის შედეგია პანკისის ხეობაში შექმნილი კრიზისი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ არ მოდის.

როგორც სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ძალიან ბევრი კითხვა აქვთ.

"ეს შეეხება ქვეყანაში დამძიმებულ კრიმინალურ ვითარებას და კონკრეტულ საქმეებს, მაგალითად პანკისში განვითარებულ მოვლენებთან. საინტერესოა, რა პრინციპით ჩაბარდა ბატონ გახარიას ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, როდესაც მისი შეცდომის პირდაპირი შედეგია ის კრიზისი, რაც შეიქმნა პანკისის ხეობაში. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა რა გამოსავალს სთავაზობს ის საზოგადოებას შექმნილი ვითარებიდან. გვექნება კითხვები გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ გახარია რაიმე შეკითხვაზე პასუხს გაგვცემს. მან უკვე დააანონსა, რომ რეალურად პარლამენტში მოდის, რათა კიდევ ერთხელ ცინიკურად განაცხადოს საზოგადოების წინაშე, რომ ის წარმატების მაგალითია იმ ყველაფრის ფონზე, რაც მისი უწყების გარშემო ხდება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო