გიორგი გახარია - მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით ჩვენს ქმედებებს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ

ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

მინისტრის თქმით, საქართველოს მოქალაქეები სენსიტიურ თემებს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

„მინდა, თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის: საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი, უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს ქმედებებს. ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სოციალური ჯგუფის, ადამიანთა ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, რა თქმა უნდა, ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს