საპენსიო სააგენტოს წარმომადგენელი - „ევროპული საქართველოს“ ლიდერები განცხადებას აკეთებენ სქემიდან გასვლაზე, როგორც ჩანს, მათ მოსახლეობა „ცხვრის ფარა" ჰგონიათ

საპენსიო სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მაგდა კოტრიკაძე პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ საპენსიო სისტემის დატოვებას გამოეხმაურა.

მაგდა კოტრიკაძის თქმით, საჭიროა ხალხს ჰქონდეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება.

„საპენსიო სააგენტოში დაგროვილ თანხას უკვე დაერიცხა 1 მილიონ ლარზე მეტი, ამჟამად 750 000 მოქალაქეს აქვს გახსნილი პირადი ანგარიში და 50 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული სქემაში. მივცეთ ხალხს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მოდიან და საჯაროდ აკეთებენ განცხადებას გასვლაზე, როგორც ჩანს, მათ მათი ელექტორატი და სრულიად საქართველოს მოსახლეობა "ცხვრის ფარა" ჰგონიათ. ეს ეტაპი საქართველომ დიდი ხანია გაიარა და ადამიანებს უნდა მიეცეთ არჩევანის თავისუფლება დარჩნენ თუ არა დაგროვებით საპენსიო სქემაში. ყველა მოქალაქე ვინც კი თუნდაც ერთხელ იყო ევროპაში, თუნდაც ტურისტის სტატუსით კარგად იცის რა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საპენსიო რეფორმას ქვეყნისთვის“, - განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ