წლის ბოლომდე შს სამინისტროს ოთხი ვერტმფრენი ეყოლება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ვერტმფრენი ეყოლება.

როგორც მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული ვერტმფრენები კაპიტალურად გარემონტებული იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ ლაბორატორია, რომელიც ემსახურება სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომლებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც. მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ, სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში, დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება როტაციას სასაზღვრო პოლიციის, რომელიც ემსახურება მაგალითად თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, რომელიც ემსახურება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, როდესაც ადამიანი მთაში ზამთრის პერიოდში ზიანდება. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ოთხი ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენები იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო