გიორგი გახარია -  საქართველოში წელს პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება

წელს საქართველოში პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ისაუბრა ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების საკითხზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის განმავლობაში შსს-მ ინფრასტრუქტურაში ძირითადი კაპიტალის ხარჯებში დაახლოებით 96-97 მილიონი დახარჯა - ახალი ტრანსპორტის, დროებითი მოთავსების იზოლატორების, პოლიციელების დაცვის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიური აღჭურვილობის და სხვა მიმართულებებით.

„წელს საქართველოში პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება. ჩვენ უახლოეს პერიოდში ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. ეს კრიმინალისტიკური ლაბორტორია შეძლებს, სრულფასოვნად მოემსახუროს შსს-სა და სხვა საგამოძიებო უწყებებს. მაგალითად, დღემდე შსს-ში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზირებული სისტემა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა ან მასრას, ან ტყვიას, მას ტყვიის დაახლოებით 400 000 ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, ვინაიდან ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება, ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო ათი წლის შემდეგ. დღეს რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ეს პროცედურები დაგვყავს დაახლოებით 1 დღის ფარგლებში. ასევე, შსს-ს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში იქნება დნმ ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო