სალომე სამადაშვილი გიორგი გახარიას - ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს, დღეს ამ დარბაზში თქვენი გადადგომის საკითხი უნდა დგებოდეს

ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს აქ, ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა.

დეპუტატმა გახარიას კითხვები პანკისთან დაკავშირებით დაუსვა და დაინტერესდა, როგორ აპირებს უწყება ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლას.

„სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ დღეს აქ თქვენი გამოსვლის ტონით. სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ საკუთარი, სრულიად არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით - მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართული პოლიციის რეპუტაციას და უზარმაზი წვლილი შეიტანეთ პოლიციასა და მოქალაქეთა ჯგუფის ჩხუბის ინსპირირებაში, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების მანძილზე. ასე რომ, ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს აქ, ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა ისმოდეს, კონკრეტულად კი თქვენი გადადგომის საკითხი დაკავებული თანამდებობიდან,“- მიმართა სალომე სამადაშვილმა გახარიას და იქვე დაინტერესდა, დასვა თუ არა მინისტრმა კითხვა ჰესების მშენებელ კომპანიასთან, თუ რატომ იყო საჭირო 21 აპრილს, ხეობაში სამართალდამცველების გაგზავნის.

„დღეს, როდესაც შესული ხართ ჩიხურ ვითარებაში, ერთი მხრივ, არის ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მძაფრი რეაქცია ექნება, თუკი ხელისუფლება განახორციელებს კანონიერ ზომებს მათ წინააღმდეგ იმ მიზნით, რომ დაისაჯონ მონაწილეები, რა არის გამოსავალი?! როგორ აპირებთ ჩიხიდან გამოსვლას?, “- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა