ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას - მერამდენედ უნდა მოაწყოთ პროვოკაცია?

პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების მიერ შეკითხვების დასმისას, პარლამენტის წევრ ნიკა მელიასა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის შეკამათება მოხდა.

დეპუტატებს შორის კამათი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა, რომელიც უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა ადგილებიდან, გარკვეული კრიტიკული რეპლიკებით შეაფასეს.

კერძოდ, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გამოყენებული სიტყვა - „უნამუსო“ არ მოეწონათ.

სიტყვიერ დაპირისპირებაში კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერიაც ჩაერთო.

„უნამუსობა საპარლამენტო გამოსვლებისთვის მიუღებელია? იგინებით თქვენ და უნამუსობა არის მიუღებელი?“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ამის შემდეგ ნიკა მელიამ განმარტა, რას მიიჩნევს უნამუსობად.

„უნამუსობაა აბა რა არის ადგილობრივ ავტორიტეტს რომ ელაპარაკება ცხაკაია და მერე რომ გამოვა - ვითომ არ იცნობს. უნამუსოა ის ადამიანი, ვინც ხელებს იბანს ია კერზაიას მკვლელობაზე. უნამუსოა ის ადამიანი, ვინც სპეცრაზმს შეიყვანს პანკისში, მას შემდეგ რაც სპეცრაზმი უკვე შეყვანილია“, - აღნიშნა მელიამ.

ვითარების განმუხტვა პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა და დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასაც მიმართა და პროვოკაციების მოწყობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მერამდენედ უნდა მოაწყოთ პროვოკაცია, ბატონო ნიკა?“, - მიმართა კობახიძემ მელიას.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის