გიორგი გახარია - შსს-მ 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი

ჩავატარეთ 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის ქართული წარმომავლობის 10 კანონიერი ქურდი, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ნაწილში სამინისტროს მიღწევებზე ისაუბრა.

„საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში, მინდა მოგახსენოთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარა 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც დაკავებული იყო 166 დამნაშავე, მათ შორის 10 კანონიერი ქურდი, ქართული წარმომავლობის. ეს გახლდათ 21 ღონისძიება ჩატარებული, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას