რომან კაკულია ია კერზაიას საქმეზე შს მინისტრის პოზიციით დაინტერესდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რომან კაკულია, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე შს მინისტრის გიორგი გახარიას პოზიციით დაინტერესდა. კაკულიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფარგლებში გიორგი გახარიას უსმენენ შს მინისტრს გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით მიმართა.

„გამოუძიებელ საქმეებზე ვემიჯნები იმ ეპითეტებს, რითაც მომართვა მოხდა თქვენზე, მაგრამ ამ ეპითეტების გარეშეც მინდა ვიცოდე თქვენი პოზიცია სხვადასხვა გამოუძიებელი საქმეების მიმართ. სხვადასხვა საქმის ერთ კონტექსტში განხილვა ცხადია სწორი არ იქნება, მაგრამ ია კერზაიას საქმეზე ნამდვილად მინდა ვიცოდე რა პოზიცია აქვს სამინისტროს. პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან პრეზენტაცია გაკეთდა და ის ინფორმაცია, რაც იქ იყო წარმოდგენილი, ან უარყოფილი უნდა იყოს, ან შედეგი ნამდვილად უნდა დადგეს. ეს ყველას ინტერესებში შედის“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა