ზურაბ პოლოლიკაშვილმა კოლუმბიაში ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი ინოვაციების ფორუმი გახსნა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენაში ლათინური ამერიკის ყველაზე დიდი ინოვაციების ფორუმი გახსნა, რომელიც წელს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიას მიეძღვნა.

ღონისძიებას კოლუმბიის პრეზიდენტი და ლათინური ამერიკის წამყვანი ბიზნესმენები დაესწრნენ.

„მსურს მადლობა გადავუხადო კოლუმბიის პრეზიდენტს ივან დუკეს ამ უმნიშვნელოვანესი ფორუმის პატრონაჟისათვის. ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე, როგორც ინვესტიციების მოზიდვისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროზე და აგრეთვე მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე მზარდ სექტორზე. დღეს ისე როგორც არასდროს, ამ სექტორს სჭირდება ბევრი ინოვაციური ბიზნეს პროექტი. დღევანდელი ფორუმი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რათა ერთმანეთს შეხვდნენ ინოვაციური ბიზნეს პროექტების ავტორები და წაყვანი ინვესტორები. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კარლოს სლიმი, რომელიც მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ტურიზმის ინოვაციურ პროექტებში“, - ნათქვამია ზურაბ პოლოლიკაშვილის მიმართვაში.

ფორუმის საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოლუმბიის პრეზიდენტს ტურიზმის სექტორისა და ინოვაციციის სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის გაეროს უმაღლესი ჯილდო გადასცა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო