ხათუნა გოგორიშვილი პლენარულ სხდომაზე გიორგი გახარიასგან დაინტერესდა, რა ურთიერთობა ჰქონდა შს მინისტრს სუს-თან პანკისის ხეობის მოვლენებამდე

“ევროპული საქართველოს“ წევრი ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, რა ურთიერთობა ჰქონდა შს მინისტრს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან პანკისის ხეობის მოვლენებამდე და მომხდარის შემდეგ.

“პანკისთან დაკავშირებით თავდაპირველად ტენდენცია განსხვავებული იყო - იყო ცოტა დაბნეულობა, ტონი ცოტა სხვანაირი გქონდათ. შემდეგ დაიწყო ახალი ტრენდი - მედიასაშუალებებში გამოჩნდნენ ე.წ. ექსპერტები და ანალიტოკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი მოგიწყვეს და თქვენ ხართ მსხვერპლი. ზოგიერთმა მჩხიბავმა პირდაპირ თუ მინიშნებით თქვა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ თქვენსა და უშიშროების სამსახურს შორის არის დაპირისპირება. ეს ყველაფერი გრიგოლ ლილუაშვილის ფრაზამ გაამყარა. თუ მას დავუჯერებთ, თქვენ ინფორმაცია რისკების შესახებ უსაფრთხოების სამსახურიდან მოწოდებული გქონდათ და ამის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტეთ სპეცოპერაციის ჩატარება. რა ურთიერთობა გქონდათ პანკისთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სპეცოპერაციამდე და სპეცოპერაციის შემდეგ?“, - მიმართა შს მინისტრს გიორგი გახარიას ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. გახარია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს