თამარ ჩუგოშვილი შს მინისტრს - რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ არასრულწლოვნების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული პრობლემა არ გამწვავდეს?

რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ არასრულწლოვნების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული პრობლემა არ გამწვავდეს? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, შს მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტში უსმენენ.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით მთავრობამ სწორი რეფორმა გაატარა, არასრულწლოვანთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული მაინც მაღალია და საინტერესოა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს.

„რაც შეეხება არასწრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხს, ჩვენ სწორი და კარგი რეფორმა გავაკეთეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, მაგრამ ამავე დროს, ვიცით ყველამ, რომ კრიმინალი არის ჩადენილი არასრულწლოვნების მხრიდან. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არასრულწლოვნების ჩართულობა დანაშაულებრივ საქმიანობებში არის საკმაოდ მაღალი და იმ ფონზე, როდესაც ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჰუმანური მიდგომა არასრულწლოვნების მიმართ, მაგრამ მეორე მხრივ, მათი მხრიდან კრიმინალში მონაწილეობა იზრდება, თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს პრობლემა არ გამწვავდეს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს