საპენსიო სააგენტო - საპენსიო დანაზოგს 1 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

ამ მომენტისთვის საპენსიო სქემაში 761,454 დასაქმებულია ჩართული, 200 მილიონი ლარია აკუმულირებული, დანაზოგს უკვე 1 მილიონი ლარის ოდენობით სარგებელი დაერიცხა, ადამიანი სქემიდან კი მოქალაქეთა მხოლოდ 2% გავიდა. სქემაში 50 000-ზე მეტი კომპანიაა ჩართული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპენსიო სააგენტოდან აცნობეს. მათივე ცნობით, სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია.

„მოქალაქეთა მომართვიანობა მაღალია და ისინი ძირითადად საპენსიო სააგენტოს კონსულტაციისათვის მომართავენ. ადგილზე მოსული დასაქმებულების უმეტესი ნაწილი აზრს იცვლის, სქემაში დაბრუნების მსურველი საკმაოდ ბევრია. კანონი გვაძლევს უფლებას მსურველები ხელმეორედ გავაწევრიანოთ, იმისათვის, რომ მოქალაქეებს სრულფასოვანი დანაზოგის გაკეთების შანსი მიეცეთ. საპენსიო სქემაში ხელმეორედ გასაწევრიანებლად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ დამსაქმებელი ორგანიზაციის ბუღალტერს", - აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს