ისნის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედნები ვაზისუბნის II მიკრორაიონის N11 კორპუსის მიმდებარედ, ასევე, ავლაბარში, კვეზერელი-კოპაძის ქუჩისა და ქურხულის ქუჩის კვეთაზე მოეწყო.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა კომბინირებული სპორტული მოედნები მოსკოვის გამზირის N1 და N3 კორპუსებს შორის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N5 გ-ს მიმდებარედ, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N11 კორპუსთან და ამავე გამზირის N39 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტების ფარგლებში, მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და კალათბურთის კარები და ფარები, მოეწყო LED განათების სისტემა, ორ მისამართზე დამონტაჟდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, მოედნები შემოიღობა მავთულ-ბადეებით, ხოლო შესასვლელები ადაპტირდა შშმ პირებისთვის. მოედნებზე ასევე, დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები.

ახლად მოწყობილი სპორტული მოედნები ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიოროტეტი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობაა, რაც ასე ძალიან სჭირდება ახალგაზრდა თაობას. სამუშაოები მაღალი ხარისხით, ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შესრულდა, რომლითაც მოსახლეობა კმაყოფილია. ჩვენი მიზანია, მსგავსი სპორტული სივრცეები ყველა უბანში მრავლად არსებობდეს, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ. მოედნების მოწყობას წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მისამართზე ვგეგმავთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მერიის ცნობით, აღნიშნული სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 464 717 ლარით დააფინანსა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს