ზაქარია ქუცნაშვილი ნიკა მელიას და თინა ბოკუჩავას - უსინდისობაა ის, რომ თქვენმა სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში გაცვალა

უსინდისობაა, როცა ჩვენ გვყავს რიგითი ანწუხელიძე, ეროვნული გმირი, რომელმაც ათი კაცის თანდასწრებით ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა, ხოლო თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში გაცვალა,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას.

ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე არგუმენტი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, „ჭეშმარიტი უსინდისობაა“.

„სიტყვა „უსინდისო“ რამდენჯერმე ახსენეს ბატონმა ნიკანორ მელიამ და ქალბატონმა თინა ბოკუჩავამ. მინდა, გითხრათ ბატონო ნიკანორ, რომ უსინდისობაა ის, რომ თქვენი წაქეზებით მიხეილ სააკაშვილის პირადი მცველი ახალგაზრდა ადამიანს სცემს თიანეთში და მას ქირურგიული ჩარევა სჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენისთვის. თქვენ ამაზე ხმას არ იღებთ და ქომაგობთ მოძალადეს. უსინდისობაა ის, რომ თქვენი წარმომადგენელი მარნეულის საარჩევნო ოლქში სცემს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს და თქვენ ამაზე ხმას კი არ იღებთ, პირიქით, ტელევიზიას ახმართ, რომ მედია ალიბი შეუქმნათ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მიზნით. უსინდისობაა, რომ ქართველ ემიგრანტებს შეხვედრაზე არ უშვებთ და შეკითხვის დასმის სანაცვლოდ მუშტებს უშენთ და თვალებში გაზს ასხურებთ. უსინდისობაა, როცა ჩვენ გვყავს რიგითი ანწუხელიძე, ეროვნული გმირი, რომელმაც ათი კაცის თანდასწრებით ქართულ დროშას ფეხი არ დააბიჯა, ხოლო თქვენმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ერთგულების ფიცი გაცვალა ოდესის გუბერნატორის თანამდებობაში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა