მამუკა ჩიქოვანი გიორგი გახარიას - დავით კირკიტაძე თქვენი პირადი პატიმარია

შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო მინისტრო და იქით მინდა გკითხოთ, შემთხვევით თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ, თქვენი კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ პოლიცია მხარე?, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მამუკა ჩიქოვანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

ჩიქოვანმა სხვადასხვა ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიერ მაგალითად დასახელებული ფაქტები ადასტურებს, თუ ვის მიერაა ქცეული პოლიცია მხარედ.

„ამ ტრიბუნიდან მოგვამრთეთ ყველას და გვითხარით - ნუ აკეთებთ იმას, რომ პოლიცია გახდეს მხარე. შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო მინისტრო და იქით მინდა გკითხოთ, შემთხვევით თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ, თქვენი კონკრეტული ქმედებებით ხომ არ გახადეთ მხარე პოლიცია? აქ უამრავი მაგალითი და ფაქტი შეგახსენეს და მე შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე, თქვენი პირადი პატიმარია და სხვა ყველა, მსგავსი თუ უფრო მძიმე დანაშაულის მატარებელი პირი, თქვენი მხარდამჭერი და მაქებარი დღეს თავისუფლად დადის გარეთ. ასევე მინდა შეგახსენოთ ბოლო პერიოდში ზუგდიდში მომხდარი ფაქტი. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი საპატრულო პოლიციას იძახებს და განცხადებას აკეთებს, რომ მასზე ხორციელდება თვალთვალი, დევნა და სჭირდება დახმარება. ხომ არ გაგახსენოთ ვინ დააკავეს? - დააკავეს თავად პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია. ხომ ვერ მეტყვით, ვინაა აქ მხარე და ვისი ქმედების გამო გვევლინება პოლიცია ამ შემთხვევაში მხარედ“, - განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა