ემზარ კვიციანი გახარიას - რაც პანკისში მოხდა, ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა - თქვენ იქ სწორად მოიქეცით, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა

რაც პანკისში მოხდა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. ეს იყო აჯანყება და თქვენ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა, - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე.

„დაისვა კითხვა გქონდათ თუ არა ურთიერთობა ვიდრე პანკისში შეხვიდოდით უსაფრთხოების სამსახურთან. ალბათ, უსაფრთხოების სამსახურიდან მოითხოვდით ანალიტიკურ დასკვნას რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა პანკისში დამატებითი ძალების შეყვანას და აუცილებლად გიპასუხებდათ უსაფრთოების სამსახური წერილობით, მაინტერესებს, გვაქვს თუ არა უფლება დეპუტატებს გავეცნოთ ამ პასუხს. რაც პანკისში მოხდა, მიმაჩნია, რომ ეს იყო ხალხის აჯანყებამდე მიყვანა. ეს იყო აჯანყება. მიმაჩნია, რომ თქვენ იქ სწორად მოიქეცით, რომ შეაჩერეთ მოსალოდნელი სისხლისღვრა და ამიტომ მადლობა თქვენ“,- მიმართა კვიციანმა შს მინისტრს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო