სერგო რატიანი გახარიას - სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას ელაპარაკეთ, რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ, თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით

სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას, ამ ადამიანებს ელაპარაკეთ, თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ, თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა სერგო რატიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას პლენარულ სესიაზე მიმართა.

რატიანი ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიებით დაინტერესდა.

„ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით მექნება კონკრეტული კითხვა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები და ფაქტობრივად ჩვენ ვხედავდით, როგორ აფარებდნენ თქვენი გამომძიებლები ხელს დამნაშავეებს. ამის შემდეგ რეკომენდაცია იყო, რომ გამოძიება დაწყებულიყო და გარკვეული სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო კონკრეტული პირების მიმართ. მაინტერესებს რა ხდება ირაკლი ფიფიას მიმართ, კახა სირაძის მიმართ, რომელიც ზედამხედველი იყო გამომძიებლების, იოსებ სიგუას მიმართ, ეს უნიკალური პირი სად არის, რას აკეთებს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით?! - რა პასუხისმგებლობა დაეკისრა მას?! ასევე შალვა ბედოიძე სად არის, იყო თუ არა გამოძიება მის მიმართ ჩატარებული.

როდესაც აქ ლაპარაკი არის შედარებებზე, ეს შედარებები მოუყვანეთ და ელაპარაკეთ ამაზე სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას. ამ ადამიანებს ელაპარაკეთ თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა