ვანო ზარდიაშვილი ოპოზიციას - იმედი მქონდა, რომ შს მინისტრთან კითხვები საქმიან რეჟიმში წავიდოდა, მაგრამ „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებზე აწყობილი კითხვებია

ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დებატები და კითხვები შს მინისტრთან საქმიან რეჟიმში წავიდოდა, მაგრამ როგორც ჩვეული ვართ, პრინციპში „რუსთავი 2“-ის სიუჟეტებზე აწყობილი კითხვებია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტში, პლენალურ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს უსმენენ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოზიციასა და ოპოზიციას გარკვეული საკითხების მიმართ ერთიანი ხედვები ჰქონდეთ.

„ჩემი ოცნებაა, რომ ოდესმე საერთო სახელმწიფოებრივი გამოწვევების წინაშე როგორც პოზიცია, ასევე ოპოზიცია, აღმასრულებელი ხელისუფლება ერთიანად განწყობილები და პატრიოტული მოტივებით ვიყოთ. ისეთი საკითხები, როგორიც დავით გარეჯი, პანკისში მიმდინარე მოვლენებია, არის საერთო სახელმწიფოებრივი პრობლემა, გამოწვევა და ვისურვებდი, ამ პოზიციებში ჩართულები იყოთ თქვენც. მაგალითად, რამაზ ნიკოლაიშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანულ მხარესთან, ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან. მისი რესურსი, შესაძლებლობები, მეგობრული ურთიერთობები, არა აქვს სურვილი, რომ ამ პროცესებში ჩაებას? თხოვნა არ არის საჭირო, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ჩემი ინიციატივით ჩავერთვებოდი. უბრალოდ გამიხარდებოდა, მსგავს საკითხებში პოზიცია და ოპოზიცია ვიყოთ ერთიანი გამოწვევებით და ერთიანი ხედვებით. ეს არ არის მარტო მინისტრ გახარიას პრობლემა და მინისტრ გახარიასგან შექმნილი საკითხი. ვიმედოვნებ, ის დეპუტატები პოზიციიდანაც და ოპოზიციიდანაც ერთიანი პოზიციით დავდგებით და ერთიანი ხედვა გვექნება. ჩემი პოზიციაა, რომ დავით გარეჯის მონასტერი ჩვენი მონასტერი იყო, ჩვენი არის და ჩვენი იქნება მომავალშიც. იმიტომ, რომ ვერც ერთი ქართველი ვერ გაბედავს ამ საკითხზე უარის თქმას,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა