ეკა ბესელია გიორგი გახარიას - ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახური საიდუმლოების კუთხით, დაცულები არიან თუ არა?

ამ სამი თვის თავზე პასუხი არ აქვს გამოძიებას, ვინ დაგეგმა და რა მიზნით ეს, თუმცა რაღაცები შეიძლება უკვე სახელდებული იყოს. ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახური საიდუმლოების კუთხით, დაცულები არიან თუ არა? - ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ შს მინისტრ გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე.

ასევე, ბესელია პანკისში განვითარებული მოვლენებითაც დაინტერესდა და შს მინისტრს ჰკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი მოსახლეობასთან მოლაპარაკება.

„სწორედ იქიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებდი პანკისთან დაკავშირებით და ეს იყო მძიმე საყურებელი, ფრთხილად ვაკეთებდი და ვაკეთებ ამ თემაზე განცხადებებს, რადგან არ მინდა ცეცხლზე ნავთის დასხმა და მიმაჩნია, რომ ეს სახიფათო თემაა. ფიქრობთ თუ არა, რომ დიალოგის რესურსი ამოწურული იყო და არ იყო შესაძლებლობა იმის, რომ ვიდრე იმ ფორმით მოქმედება დაიწყებოდა, რომელიც დაიწყო, შესაძლებელი იყო დიალოგი.

მეორე საკითხი არის შემდეგი. ორმა ადამიანმა დასვა კითხვა, რომელიც ეხება პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფას. ერთი არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელთა დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი განხორციელდა და მეორე არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც დროსაც ეს უკანონო ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა. ორივეს პასუხისმგებლობას ვხედავ ამ პროცესში. ამ სამი თვის თავზე პასუხი არ აქვს გამოძიებას ვინ დაგეგმა და რა მიზნით ეს, თუმცა რაღაცები შეიძლება უკვე სახელდებული იყოს. კითხვა მაქვს, ჩვენი მოქალაქეები, მათი პირადი და ოჯახური საიდუმლოების კუთხით დაცულები არიან თუ არა“,- განაცხადა ბესელიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა