გიორგი გახარია პანკისის მოვლენებზე - რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, „როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?“, დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ

დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს. გახარიას შეფასებით, კითხვები, რომელიც ჩიხურ მდგომარეობას ეხებოდა, გარკვეულწილად პროვოკაციულია.

„რაც შეეხება პროვოკაციულ შეკითხვებს, მაგალითად: „როგორ აპირებთ ამ ჩიხიდან გამოსვლას?“. დაგვაკვირდით და მშვენივრად ნახავთ როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან. მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს სად იყო გადაცდომის ფარგლები, რა მოხდა“, - აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობაში განლაგებული პოლიციელების ფუნქცია და მოვალეობა მოსახლეობას შორის დაპირისპირების თავიდან აცილება იყო.

„როდესაც ბევრი თქვენგანი აქ ღელავს და მეუბნება, რომ ვიღაცამ პოლიცია ასეთ დღეში ჩააყენა და ვიღაცამ პოლიცია აცემინა, პოლიციის ძალების ფუნქცია იქ იყო მართლწესრიგის დაცვა. იქ პოლიციის შესვლის მიზანი გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის. პოლიციამ ღირსეულად შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს დარტყმა, აგრესია მიიღო თავის თავზე, რაც მისი მოვალეობაა. სწორედ ამიტომ იყო, რომ აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიებით დამთავრებული, ეს იყო დაცვითი ღონისძიება. ამიტომ, როდესაც ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებთ, წინასწარ რაღაც ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის