გიორგი გახარია 17 მაისთან დაკავშირებულ კითხვაზე - ორივე მხარეს გავაცნობთ იმ რისკებს და ღონისძიებებს, რაც გვექნება, რომ ქალაქში არ იყოს რაიმე გართულება

ორივე მხარეს გავაცნობთ იმ რისკებს და ღონისძიებებს, რაც გვექნება, რომ ქალაქში არ იყოს რაიმე გართულება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 17 მაისთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ძალას შორის მედიატორი ვერ იქნება.

„17 მაისთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიატორი ორ ძალას შორის ვერ იქნება. ჩვენი ამოცანაა მართლწესრიგი და დაცვა ჩვენი მოქალაქეების, თუმცა, რა თქმა უნდა, აქვე ხაზგასმით ვიტყვით, რომ წინასწარ ის ობიექტური რეალობა, რისკების შეფასება, რომელიც ჩვენ გვექნება, ორივე მხარეს გავაცნობთ და იმ პირობებს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ ამ ღონისძიებების დროს, ამ დღეს რაიმე გართულება ქალაქში არ იყოს, რა თქმა უნდა, მოთხოვნის და თხოვნის სახითაც იქნება წაყენებული ორივე მხარისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს