წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში „გვირილობის" დღესასწაულში მონაწილეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა ქუთაისში ,,გვირილობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილ კომპანიის აქტივობებს დაესწრო. ამ დღესთან დაკავშირებით ცენტრალურ სკვერში სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც განთავსდა წყლის ხარისხის კვლევის მობილური ლაბორატორია, შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის. ასევე, ქუთაისში დასრულებული და მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების ფოტო-გამოფენა და დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ქუთაისში ამჟამად წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის (მეორე ფაზა) სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც 100 000-მდე ადგილობრივს 24საათიანი წყალმომარაგება ექნება.

მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგების მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივებმა კომპანიის ხელმძღვანელისგან და ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორისგან ბექა ბარბაქაძისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათ მოქალაქეების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

„კომპანიის საინფორმაციო კუთხესთან შეკრებილებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ წყლის ხარისხის კონტორლის პროცესს, წყლის სინჯების კვლევა როგორც ქიმიურ, ასევე მიკრობილოგიურ მაჩვენებლებზე მათი თანდასწრებით მიმდინარეობდა.

ქუთაისში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტული პროქტის განხორციელება. აშენდება წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობა და მოეწყობა კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო