გიორგი გახარია ეკა ბესელიას - უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც ყველაზე აქტუალური იყო, რა დაპირებებიც გავეცით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით, - ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება.

„ჩვენი მოქალაქეების და მათი საიდუმლოების კუთხით დაცულები ვართ თუ არა, - ეკა ბესელიას კითხვა იყო. შედარებითია ყველაფერი ქალბატონო ეკა. უპასუხისმგებლობა იქნება ახლა ჩემი მხრიდან იმ განცხადების გაკეთება, რომ სრულად დაცულები ვართ. არ შეესაბამება სიმართლეს ისიც, რომ ვთქვათ დაცულები არ ვართ. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სუსტად ვართ, ბევრი გვაქვს სამუშაო საერთაშორისო პარტნიორობის ნაწილშიც. მე სპეციალურად არ გავაკეთე ახლა კონკრეტული დაპირებები, თუმცა ის, რაც ჩვენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც ყველაზე აქტუალური იყო, დაპირებები გავეცით, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ჩვენ ამ პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო“,- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა