გიორგი გახარია პანკისის მოვლენებზე - ეს იყო შეცდომა, არასაკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად დაშვებული და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი

ეს იყო შეცდომა, ყველა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არასაკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად დაშვებული და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, 21 აპრილს, პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას პარლამენტში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შსს-სა და სუს-შორის, დღეის მდგომარეობით, ეფექტური თანამშრომლობა არსებობს და ვერავინ შეძლებს მათ უერთიერთობაში ბზარების გაჩენას იმით, რომ მათ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობების ერთმანეთზე გადაბრალება მოუწიოთ. „მინდა აბსოლუტური პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ შსს-ს და სუს-ს შორის თანამშრომლობა დღეის მდგომარეობით არის ეფექტური, პოზიტიური და ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო. აქ ვერავინ ვერ შეძლებს რაღაც ბზარების გაჩენას და ვერავინ ვერ მიაღწევს იმას, რომ ჩვენ რაღაც დაბრალება დავიწყოთ ერთმანეთზე. ჩვენ ყველას გვაქვს თავისი ფუნქციები, რომლებსაც ვასრულებთ. იმ შემთხვევაში ჩვენი ერთი უწყების შეცდომას პირდაპირი ზემოქმედება აქვს მეორე უწყების ეფექტურ მუშაობაზე და პირიქით. ამიტომ, ისევე როგორც პანკისის ნაწილში, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორ ჩანს არასრული ანალიტიკა იყო გაკეთებული. როგორც ჩანს ჩვენს მიერაც, პირადად ჩემს მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული იმ რისკების შეფასებისთვის რაც შეიძლება იქ ყოფილიყო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საერთო. ისევე როგორც, ყველა შესაბამის უწყებას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში ფარავდა იმ ზონალურ რისკებს, რომლებიც გააჩნია. ამიტომ, ჩვენ დღეს არავინ არ გადავანაწილებთ ამ პასუხისმგებლობას ერთმანეთზე. ვამბობთ რომ ეს იყო შეცდომა. არასაკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად ყველა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი, რასაც ახლა ვაკეთებთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო