გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე დასმულ კითხვაზე - ეს არის არა მხოლოდ ჩემი, ბევრი პოლიციელის ღირსების თემა და ამ ღირსებას ამ შეკითხვებით არ დაგაზიანებინებთ

ეს არის არა მხოლოდ ჩემი, ბევრი პოლიციელის ღირსების თემა და ამ ღირსებას ჩვენ ამ შეკითხვებით არ დაგაზიანებინებთ, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩის საქმეზე კონკრეტული მაღალჩინოსნების შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მისთვის მძიმეა ამ საკითხზე კითხვების დასმა.

„მართლა მძიმეა ჩემთვის თქვენგან ამ კითხვის ასეთი ფორმით მიღება. გულწრფელად გეუბნებით იმიტომ, რომ თქვენ ძალიან კარგად გესმით და მეც ვხვდები შინაარსობრივ ნაწილს და რეალურ მიზანს, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან კარგად იცით, რადგან იმ კომისიის წევრი იყავით. ფიფია ვინ იყო და რა გააკეთა, სირაძე ვინ იყო და რა გააკეთა. ირაკლი ფიფია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პოლიციელი. რაც შეეხება სირაძეს, მას ზედამხედველობა ამ საქმეზე არც ჰქონდა. ამიტომ რეალურად ბევრჯერ დაგპირდით და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ეს არის არა მხოლოდ ჩემი, ბევრი პოლიციელის ღირსების თემა და ამ ღირსებას ჩვენ ამ შეკითხვებით არ დაგაზიანებინებთ. ბატონი ბედოიძე თუ არ ვცდები დღეის მდგომარეობით მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ბატონი ირაკლი ფიფია არის თბილისის პოლიციის გამომძიებელი და თუ აქამდე არ დამიწინაურებია, დავაწინაურებ! ბატონი სირაძის ბედი არ ვიცი, ალბათ, მუშაობს. ბატონი სიგუა სადღაც სხვა უწყებაშია გადასული“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოძიებით დეპუტატი სერგო რატიანი დაინტერესდა.

„ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით მექნება კონკრეტული კითხვა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები და ფაქტობრივად ჩვენ ვხედავდით, როგორ აფარებდნენ თქვენი გამომძიებლები ხელს დამნაშავეებს. ამის შემდეგ რეკომენდაცია იყო, რომ გამოძიება დაწყებულიყო და გარკვეული სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო კონკრეტული პირების მიმართ. მაინტერესებს რა ხდება ირაკლი ფიფიას მიმართ, კახა სირაძის მიმართ, რომელიც ზედამხედველი იყო გამომძიებლების, იოსებ სიგუას მიმართ, ეს უნიკალური პირი სად არის, რას აკეთებს დაიწყო თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით?! - რა პასუხისმგებლობა დაეკისრა მას?! ასევე შალვა ბედოიძე სად არის, იყო თუ არა გამოძიება მის მიმართ ჩატარებული“, - განაცხადა რატიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა