გიორგი გახარია - სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილში კონსულტაციები დავიწყეთ არასამთავრობოებთან და შესაბამის ექსპერტულ წრეებთან - მივესალმებით პროცესში ოპოზიციის ჩართულობასაც

სისხლის სამართლის პოლიტიკის ნაწილში, აბსოლუტურად ღიად შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული კონსულტაციები უკვე დავიწყეთ არასამთავრობო სექტორთან და შესაბამის ექსპერტულ წრეებთანაც, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სისხლის სამართლის პოლიტიკაზე საუბრისას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების პროცესში, ოპოზიციის ჩართულობასაც მიესალმება.

„ჩვენ ვთქვით, რომ ერთმნიშვნელოვნად, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაგროვილი მონაცემებისა და მასალების საფუძველზე, მზად არის, რომ დაიწყოს მუშაობა და დისკუსია გავხსნათ სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების ნაწილში. ამ ნაწილში, აბსოლუტურად ღიად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უკვე გარკვეული კონსულტაციები დავიწყეთ არასამთავრობო სექტორთანაც და შესაბამის ექსპერტულ წრეებთანაც. ასევე მივესალმებით, ამ პროცესში, ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობასაც“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, სისხლის სამართლის პოლიტიკა, გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და ეფექტური უნდა იყოს.

„მდგომარეობა არის შემდეგი: რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა, ვერ იქნება შედეგის მომტანი. შედეგის მომტანი იქნება ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში, გრძელვადიანში მდგრადი ვერ იქნება და ამის კარგი მაგალითი გვაქვს ჩვენ. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა, უნდა იყოს გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და ეფექტური. რა თქმა უნდა, არის რამოდენიმე მიმართულება, სადაც სისხლის სამართლის პოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად საჭიროებს გამკაცრებას. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო