თსუ-ში თამაზ ბაძაღუას ხსოვნის საღამო გაიმართება

3 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტის, დრამატურგისა და მთარგმნელის თამაზ ბაძაღუას ხსოვნის საღამო გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საღამო ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ ფარგლებში შედგება.

,,ღონისძიებას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ხსოვნის საღამოზე წაიკითხავენ თამაზ ბაძაღუას ლექსებსა და თარგმანებს, გაიმართება აღორძინების ხანის ცნობილი იტალიელი პოეტის ტორკვატო ტასოს პიესის „ამინტას“ თამაზ ბაძაღუასეული თარგმანის გამოცემის (გამომცემლობა „საარი“) პრეზენტაცია, რომელიც მან 27 წლის ასაკში თარგმნა.

ათეული წლების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 93-ე აუდიტორიაში (ახლანდელი 206-ე, ნიკო ცხვედაძის სახელობის აუდიტორია) იმართებოდა სტუდენტური ლიტერატურული ღონისძიებები. ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიებზე მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ნაკლებად ცნობილი, ახლა კი უკვე სახელგანთქმული და ყველასათვის საყვარელი მწერლები თუ პოეტები, თავიანთ ნაწარმოებებს აცნობდნენ საზოგადოებას და პირველ ნაბიჯებს დგამდნენ სამწერლობო ასპარეზზე. მაშინდელ თაობას ახსოვს ახალგაზრდული გულწრფელობით, ენერგიითა და რომანტიზმით სავსე საღამოები“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
HOUSE.GE - ახალი პლატფორმა მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის
"გალფში" საზაფხულო გათამაშება დაიწყო
WWW.TIME.GE – საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება