ირაკლი სესიაშვილი - ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული პრობლემები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოვიყენოთ

ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული პრობლემები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოვიყენოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მას არც ერთი მოქალაქის პატრიოტიზმში ეჭვი არ ეპარება და არ ეგულება არავინ, ვისაც ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრი არ აქვს.

„მინდა შევეხო, დავით გარეჯთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინციდენტს. გულწრფელად გეუბნებით, რომ არ მეგულება ამ დარბაზში სხვა ვინმე და არც ჩვენს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში, ვინც საერთო აზრზე არ იყოს. დიახ ჩვენ, საერთო, ერთიანი ინტერესები გვამოძრავებს. მე ეჭვი არ მეპარება თქვენს პატრიოტიზმში, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი საზოგადოება ათვიცნობიერებს, რომ აბსოლუტურად იმაზე მეტი ღელვა და შფოთვა გვაქვს ამ საკითხთან მიმართებაში, ვიდრე თითოეულ მათგანს, ამიტომ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და სადაც უნდა მოვახერხოთ ჩვენი პოზიციების კონსოლიდაცია, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ. ჩვენი პოლიტიკური უკულტურობის მწვერვალია, როდესაც ვცდილობთ, ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესების მიმართ არსებული პრობლემები გამოვიყენოთ ისევ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. რით ვერ ვისწავლეთ, რით ვერ გავიზარდეთ, ჩემს თავთან ვიქნები პირველი კრიტიკოსი ამ შემთხვევაში, და თუ როდისმე ასეთ საკითხთან დაკავშირებით ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გამიტარებია, მიმითითებია“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის