ზაზა ვაშაყმაძემ სამცხე-ჯავახეთში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი წარადგინა

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, დამსწრე საზოგადოებას სამცხე-ჯავახეთში სააგენტოს წარმომადგენელი, ელვარდ ზაზაძე გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - ბესიკ ამირანაშვილი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, კათოლიკური ეკლესიის, სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის, სომხური სამოციქულო ეკლესიისა და ებრაული თემის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, რეგიონული წარმომადგენლობა რელიგიურ ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის მეტ კომუნიკაციას შეუწყობს ხელს, ხოლო რაც შეეხება წარმომადგენლის კანდიდატურას, იგი რეგიონისა და მისი ისტორიის ცოდნის შესაბამისად შეირჩა. ელვარდ ზაზაძე პროფესიით ისტორიკოსია, მას ასევე აქვს პედაგოგიური გამოცდილება და სამხარეო მუზეუმში ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონული ოფისი რელიგიურ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უკეთეს კოორდინაციას შეუწყობს ხელს, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის სააგენტოს საქმიანობას რეგიონში და საშუალებას მისცემს უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების სწრაფ მოგვარებას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობა სამ რეგიონში - აჭარაში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მუშაობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა