გიორგი გახარია - ადამიანები, რომლებიც სხდომათა დარბაზში ნახევარი საათით მხოლოდ იმისთვის შემოდიან, რომ პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, მომავალს ვერ შექმნიან

ადამიანები, რომლებიც სხდომათა დარბაზში ნახევარი საათით მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის შემოდიან, რომ ეკრანზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, მომავალს ვერ შექმნიან - ამ ადამიანებს ჩვენი მომავლის შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

“აშკარად დავინახე, რომ საქმე გვაქვს ადამიანების ჯგუფთან, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული ადამიანების ტრაგედია სპეკულაციისთვის გამოიყენონ და ეს ძალიან მარტივად და მიზანმიმართულად გააკეთოს. ამით კი პოლიტიკური დივიდენდების მიღება სცადოს. თითოეულ პოლიციელს მინდა მოვუხადო ბოდიში იმისთვის, რაც აქ მოხდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ამ კონტესტში მინისტრმა შს სამინისტროს თანამშრომლებს მიმართა, რომ მათი უდიდესი ღირსებაა საქართველოს მოქალაქეების უსართხოებისათვის სამსახური და რასაც აკეთებენ, არის უდიდესი ღირსების მატარებელი.

პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმინეს.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა