ხათუნა გოგორიშვილი გახარიას - შეკითხვაზე, აპირებთ თუ არა პანკისში ვინმეს დაჭერას, მეუბნებით, პროვოკაციულ შეკითხვებს ნუ მისვამთო, მე გავაკეთე განცხადება, რომ ყველას დაჭერას ვაპირებ?!

როდესაც შეკითხვაზე, აპირებთ თუ არა პანკისიდან ვინმეს დაჭერას, მეუბნებით, რომ პროვოკაციულ შეკითხვებს ნუ მისვამთო, ბატონო გიორგი, მე გავაკეთე განცხადება, რომ ყველას დაჭერას ვაპირებ?! ნუ გააკეთებდით ამ პროვოკაციულ განცხადებას და აღარ იქნებოდა ეს შეკითხვა საზოგადოებაში, აპირებთ თუ არა ვინმეს დაჭერას, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას, რომელსაც პარლამენტში რამდენიმე საათია უსმენენ.

გოგორიშვილის თქმით, მეორე მთავარი შეკითხვა, რაზეც მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს, არის ის, თუ როგორ გაგრძელდება პანკისში მოვლენები და როგორც „გამოვალთ ამ ჩიხიდან“.

„რაც შეეხება სამთავრობო საათის მნიშვნელობას, სამთავრობო საათის მიზანი ის კი არ არის, რომ დეპუტატს რაღაც აინტერესებს და ამაზე პასუხი გაიგონ, ამას ისედაც მოვახერხებთ სადეპუტატო შეხვედრის ფორმატში. საუბარი არის იმაზე, რომ დავსვათ შეკითხვები ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის საინტერესო. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ და ნუ გაგვიბრაზდებით, რომ დღეს შეკითხვების ძალიან დიდი ნაწილი ეხებოდა პანკისს, იმიტომ, რომ აინტერესებს ხალხს, ყველა ერთად იყო გაგიჟებული და ყველა ერთად უყურებდა ბზობა დღეს რა ხდებოდა პანკისში და მას მერე ეს შეკითხვები საზოგადოებაში დღემდე ისევ არის.

როდესაც შეკითხვაზე, აპირებთ თუ არა ვინმეს დაჭერას, თქვენ მეუბნებით, რომ პროვოკაციულ შეკითხვებს ნუ მისვამთო, ბატონო გიორგი, მე გამოვედი და მე გავაკეთე განცხადება, რომ დაჭერას ვაპირებ?! ნუ გააკეთებდით ამ პროვოკაციულ განცხადებას, რომ ყველა დაისჯება და ყველას დაიჭერთ და აღარ იქნებოდა ეს შეკითხვა საზოგადოებაში და აღარ იქნება ყოველ დილას იმის მოლოდინი, რომ დღეს, ნეტავ ვინმე ხომ არ დაიჭირეს პანკისში. ასე რომ, თქვენი სიტყვებია და ნება იბოძეთ და აგეთ პასუხი. ასევე მოსახლეობას აინტერსებს, როგორ გაგრძელდება პანკისში მოვლენები და როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან. თქვენ თვითონ ამბობთ, რომ ჩიხია, თქვენ თვითონ ამბობთ, რომ რაღაც ვერ გააანალიზეთ“, - მიმართა გოგორიშვილმა შს მინისტრს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა