სოლოლაკში, იაშვილის ქუჩის ნომერ 16-ში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა „სამოქალაქო მოძრაობიდან“, ლევან იოსელიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ადგილზე, სადაც საცხოვრებელი სახლის საყრდენი კედელი ჩამოინგრა, 25 ოჯახი ცხოვრობს. კონკრეტულად კი იმ ბინის მესაკუთრე, რომლის კედელიც ჩამოინგრა, შემთხვევის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.