გიორგი გახარია - სამარცხვინოა, როდესაც ადამიანები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პანკისი, დავით გარეჯი, ცალკეული მოქალაქის პირადი ტრაგედია

როდესაც აბსოლუტურად დაგეგმილად, აბსოლუტურად ერთხმად, ადამიანები თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პანკისი, დავით გარეჯი, ცალკეული საქართველოს მოქალაქის პირადი ტრაგედია - ეს არის სამარცხვინო! - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ "მინისტრის საათის" ფარგლების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ ასევე მიმართა პოლიციელებს, მესაზღვრეებსა და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან იცავენ საქართველოს ინტერესებს, გააძლიერონ ეს სულისკვეთება.

"როდესაც აბსოლუტურად დაგეგმილად, აბსოლუტურად ერთხმად, ადამიანები თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყენებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პანკისი, დავით გარეჯი, ცალკეული საქართველოს მოქალაქის პირადი ტრაგედია, რომ ეს დააკონვერტირონ პოლიტიკურ ბენეფიტებში, ეს არის სამარცხვინო. მინდა მოვუწოდო თითოეულ პოლიციელს, მესაზღვრეს, მეხანძრე-მაშველს, თითოეულ ადამიანს, რომელიც დგას საოკუპაციო ხაზთან და იცავს საქართველოს ინტერესებს, რომ ის სულისკვეთება, რაც წლების განმავლობაში გააჩნიათ, რომ უმწიკლოდ ემსახურებიან ქვეყანას, ეს უნდა გავაძლიეროთ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა