დავით ზალკალიანი დავით გარეჯის საკითხზე - აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ბუნებრივია, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას

საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული გულისყურითა და სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა დავით გარეჯში განვითარებულ მოვლენებზე და აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში კომისია კვლავ განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეული იყოს შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციასთან დაკავშირებით.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე. საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები, ბუნებრივია, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული გულისყურით და სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას. შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოეს პერიოდში განახლდება კომისიის სხდომა. კომისიის შემადგენლობაში განახლება იყო საჭირო და უახლოეს პერიოდში კომისია კვლავ განაახლებს საქმიანობას იმისთვის რომ მიღწეული იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია დემარკაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე განმარტებით, გადაადგილება გარეჯის ტერიტორიაზე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად გაგრძელდება.

"გადაადგილება გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისობაში მოხდება. მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ განსაკუთრებით გაითვალისწინონ საზღვრის სენსიტიურობა და დელიკატურობა და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ ამ თემას. აუცილებელია ემოციები იყოს გვერდზე გადადებული და კომისიას მივცეთ საშუალება, რომ მშვიდ ვითარებაში წარმართოს მოლაპარაკება",- განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, მინისტრმა 5 მაისს აზერბაიჯანის მხრიდან დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის შესაძლო გადაკეტვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.

"ამ პერიოდში მოლაპარაკებები გაიმართება და შენარჩუნდება გადაადგილების არსებული პრაქტიკა“, - განაცხადა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა