11 მაისს  ლისის ტბაზე „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება

საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტის, “წიგნების თაროს” ორგანიზებით 11 მაისს, ლისის ტბაზე „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალის კარი 12:00 საათზე გაიღება. მათივე ცნობით, მოსული სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში იკითხონ, ერთმანეთს წიგნები გაუცვალონ, მოისმინონ საინტერესო მასტერკლასები, ჩაერთონ წიგნების კითხვის უპრეცედენტო ფლეშ-მობში, ითამაშონ „წიგნების თარო“ და მოიგონ სხვადასხვა პრიზი. დღის ბოლოს კი ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით ლაივ-კონცერტი გაიმართება.

„წიგნების კითხვის ფესტივალი“ სოციალური კამპანიაა, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაცია, რეკრეაციულ სივრცეებში კითხვის კულტურის დანერგვა და კიდევ ერთი შემეცნებითი პლატფორმის შექმნაა. ღონისძიების პარტნიორია „გამომცემლობა პალიტრა L“ და თინეიჯერული ლიტერატურის პროექტი „ლიბერთინსი“, რომელიც მოსულ სტუმრებს სპეციალურად შექმნილი სამკითხველო სივრცით უმასპინძლებს და მათ ახალ, მსოფლიო ბესტსელერების ავტორთა წიგნებს შესთავაზებს.

მასტერკლასებს ჩაატარებენ: ბექა ადამაშვილი - „როგორ იფუთება წიგნები“, ალეკო შუღლაძე - „როგორ იწერება წიგნები“, ლევან გიგინეიშვილი - „როგორ მოქმედებენ წიგნები ადამიანებზე“ („თამაში ჭვავის ყანაშის“ მაგალითზე)

ლაივ-კონცერტს გამართავენ: AMBAVI, ლუკა ზაქარიაძე, LOUDspeakers

„წიგნების კითხვის ფესტივალი“ ყოველწლიურად ჩატარდება. დასწრება თავისუფალია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა