პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

გომელაური, დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება, ფორმატი კი ნახევრად დახურული იქნება. კერძოდ, სუს-ის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენის ეტაპი ღია იქნება, ხოლო კითხვა პასუხის დროს, სხდომა დაიხურება.

ფორმატი მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც მოითხოვს, რომ ღია იყოს კითხვა -პასუხის ეტაპი. თავის მხრივ, უმრავლესობა განმარტავს, რომ სხდომის დახურვა იმ ინფორმაციების გასაჯაროების თავიდან აცილების მიზნით ხდება, რაც შესაძლოა, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ იყოს გამოყენებული.

რაც შეეხება საკითხებს, დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდება საზღვრების დემარკაციის, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო საზღვრებთან არსებულ მდგომარეობაზე, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. ასევე, რუსულ აგრესიაზე, ჰიბრიდულ ომსა და კიბერ უსაფრთხოებაზე.

ვახტანგ გომელაურს პარლამენტში 12:00 საათზე ელოდებიან.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო