გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 3 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ), ალგეთის, სოღანლუღის, გორგასლის, ტაბახმელას, ხონელის, გრიშაშვილის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გორგასლის, მეფე სოლომონ II, მთაწმინდის, ჭონქაძის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის, კაკაბაძის და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დემნა შენგელაიას, მამკოდის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ჯავახეთის, ხომლელის, თრიალეთის, კალოუბნის და ბზითაგორის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საბურთალოს, შმიდტის, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვეფხისტყაოსნის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, Xა, X კვარტლების, ლოტკინის მთის, უიარაღოს, წრომის, ძმობის, ნოსტეს, ხუდადოვის, ქებურიას, კახიანის, მიხეილ მესხის, ცოტნე დადიანის, კელაპტრიშვილის, სტურუას, უწერის, ბიჩინაშვილის, ურიდიას, ღუდუშაურის, ასათიანის, მიხეილ კეკელიძის, ინწკირველის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, გოგიძის, ბოხუას, ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ტერევერკოს, პაპაშვილის, შალიკაშვილის, დისევის, ჭიაურელის, ჩაჩავას და გვირილების ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ნიაბის, შილდის, მრევლიშვილის, მუჯირიშვილის, ბეღლეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბერი გაბრიელ სალოსის, ჯანელიძის, გეთიას და არსენ იყალთოელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურთების დასახლების, ტაშირის, ქვალონის, სენაკის, ლებარდეს, ხონის, თეკლათის, გივიშვილის, ლაილაშის, ცაიშის, აბაშის, ჭალადიდის, დოდო აბაშიძის, მეორე ქვალონის, სალხინოს, ასხინის, ლანჩხუთის, ჯავახიშვილის, ტურგენევის, ჩიქობავას და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა